2022 წელს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ რიცხვს მიაღწია

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის განცხადების რაოდენობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 28 797 შეადგინა. ანგარიშის თანახმად, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სულ მცირე, 2008 წლის შემდეგ 2022 წელს თავშესაფარი ყველაზე მეტმა ქართველმა მოითხოვა.

ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა წლების მიხედვით:

  • 2016 - 8 775;
  • 2017 - 12 060;
  • 2018 - 20 950;
  • 2019 - 22 765;
  • 2020 - 8 905;
  • 2021 - 14 970;
  • 2022 - 28 - 797.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი