სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას ითვალისწინებს, გორში უხარისხოდ მიმდინარებს.
სტალინის გამზირის მცხოვრებლები ამბობენ, რომ რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსების აივნები ისე გადახურეს, რომ უამინდობის დროს ბინებში წყალი ჩასდით.
"შეცდომით არის, მოკლეა ის გადახურვა და ახლა ვთხოვ, რომ ცოტა რამე წაუმატეთ, რომ წყალი გადმოვიდეს გარეთ და არ ჩავიდეს დაბლა. მეზობელთან ჩადის მერე ის წყალი და ჩვენ უთანხმოება გვაქვს. ამაზე დავდივარ, რამდენჯერ მოვედით",- ამბობენ ადგილობრივები
მათ არაერთხელ მიმართეს სამუშაობის მწარმოებელ კოპანიას, თუმცა უშედეგოდ. კომპანიის წარმომადგენლები სამშენებლო ხარვეზების გამოსწორების ნაცვლად, მოქალქეებს გორის მერიაში ამისამართებენ, მერიაში კი დაზარალებულ ხალხს პრობლემას ვერ უგვარებენ და ურჩევენ, ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართონ.
ცნობისთვის, "განახლებულული რეგიონების" ფარგლებში, პრემიერის ინიციატივით, რეგიონებში შენობების ფასადების შეცვლის სამუშაობი გასულ წელს დაიწყო.