საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს

გამოქვეყნდა:

საქართველოში სტუდენტების 33.5%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს - ასეთია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური პასუხი პარტია ,,საქართველოსთვის" დეპუტატ ანა ბუჩუკურის კითხვაზე.

კერძოდ, საუბარია ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებზე. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე ფიქსირდება 178 450 სტუდენტი, რომელთაგან სტატუსი შეჩერებული აქვს 68 491 სტუდენტს, ხოლო მათგან 28 590-ს, 11.8%-ს - ფინანსური დავალიანების გამო.

"ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან 1064 პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე; 851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1031 სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან გასულია 5 წელზე მეტი; 754 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს 2 ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 2 702 სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო-სასწავლო-სოციალური გრანტი; ხოლო 1051 სარგებლობდა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით. " - წერია უწყების განცხადებში.

აღსანიშნავია,რომ ეს მონაცემები წარმოადგენს 2023 წლის 13 თებერვალის მდგომარეობით დათვლილ მონაცემებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი