კომპანია “საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ - დასაქმებულები უკვე 14 დღეა, სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ.
აქციის ათეულობით მონაწილე დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი თქმით, მინიმალურ ხელფასზე სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.
"თითოუელი ჩვენგანი არ აპირტებს შესვლას, სანამ თითოეული ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გვიწევდა მუშაობა ყინვაში, სიცივეში, ჩვენ თვითონ გვიწევდა დაზიანებული აპარატების გაკეთება. ჯერ არავინ გამოსულა კონტაქტზე და არ უთქვამთ მოდით, შევთანხმდეთ არ რაღაც",- ამბობს გაფიცული თანამშრომელი.
კომპანიის თანამშრომლები აქციას საწარმოს შესასვლელთან მართავენ და ამ დროის განამავლობაში კომპანიის საქმიანობა პარალიზებულია.
"უპირველესად იანვრის თვის ნამუშევარი ხელფასები არ დაგვირიგეს. პარალიზებულია, ვერ მუშაობენ. აქ ვართ ვინც იცის მანქანა- დანადგარები, ყველა გამოსულია გარეთ. უნდათ ამუშაონ მოჰყავთ ხალხი, მაგრამ ვერ აკეთებენ, პირიქით აფუჭებენ",- ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს პროფკავშირების წევრებმაც. მათ ხელისუფლებას 1-საათიანი ვადა მისცეს და თქვეს, რომ თუ ისინი მედიაციაში არ ჩაერთვებიან, საირმე-აბასთუმნის მთავარ მაგისტრალს გადაკეტავენ.
"როდესაც დავიწყებთ აქციას, ცენტრალურ ხელისუფლებას მივცემთ 1 საათიან დროს, რომ ჩამოვიდეს, ხალხს გაესაუბროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძულებული ვიქნებით, გადავკეტოთ გზა და მივიქციოთ მათი ყურადღება" ,- ამბობს იური დიასამიძე პროფკავშირი "ლაგუნას" წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ დასაქმებულებს დღეს სოლიდარობა სხვადხვა საწარმოების თანამშრონმლებმა გამოუცხადეს.