"ჩემთვის ეს ძალიან სამარცხვინო არის" | გიორგი ქუფარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

"აზოვის" პოლკის დამფუძნებელი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისადმი უფრო აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გიორგი ქუფარაშვილის თქმით, მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა მეგობრობის დასადასტურებლად არ არის საკმარისი. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

"თვითონ უკრაინელები ხედავენ, რომ საქართველოს მთავარობა არ წარმოადგენს იმ რეალობას, რასაც განასახიერებს ქართველი ერი. ვისურვებდი, საქართველოს მთავრობამ მეტი იაქტიუროს უკრაინელების მხარდასაჭერად, არა მარტო ჰუმანიტარული ტვირთების გამოგზავნა, არის ბევრი მიმართულება" ,- თქვა გიორგი ქუფარაშვილმა. 

გიორგი ქუფარაშვილი მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და იმედოვნებს, რომ მას მიეცემა საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობის შესაძლებლობა. გიორგი ქუფარაშვილის თქმით წარმოუდგენელია ხელისუფლება ასე ექცეოდეს მესამე პრეზიდენტს, რომელმაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში გარდამტეხი ცვლილებები განახორციელა.

"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩემთვის ეს პირადად, ძალიან სამარცხვინოა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან დამთავრდება, ყველაფერი დაუბრუნდება საწყის წერტილს და მერე თვითონ შერცხვებათ, შერცხვება მათს შთამომავლობას. პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ არანაირ შემთხვევაში, მაგრამ ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ქართველისთვის, ეს სამარცხვინოა და ეს ასე არ უნდა იყოს. ეს ის ადამიანი არის, რომელმაც შეიტანა დიდი გარდატეხა საქართველოს სახელმწიფოებრიობის ისტორიაში და უნდა მიეცეს მას საშუალება მკურნალობის",- აღნიშნა გიორგი ქუფარაშვილმა. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი