ადიდებული რიონი და წყალწაღებული ხიდი და მილიონები | რა მოხდა ავტომაგისტრალზე

გამოქვეყნდა:

კომედია, რომელიც ტრაგედიად, საბედნიეროდ, არ გადაიქცა - თუმცა არავინ იცის, როდემედე გაგვიმართლებს ასე. ჩქაროსნული მაგისტრალის მეგა პროექტის ფარგლებში რიონზე აშენებული მთავარი ხიდი წყალმა წაიღო, მიზეზი კი წვიმააა, რომელმაც მდინარის დონე რამდენიმე სანტიმეტრით აწია და კონსტრუქციაც წაიქცა.

თუმცა ლამის კორუფციის ქრესტომათიად ქცეული პროექტის ფარგლებში რომ მსგავსი მოვლენა გარდაუვალი იყო, ამის შესახებ "პოსტ ფაქტუმის" მიერ წლების წინ მომზადებული რეპორტაჟიც მოწმობს. და თავად ინფრასტრუქტურის მინისტრის განმარტებაც, რომელიც გაკვირვებული დარჩა, რომ მე-7 ბურჯი წაიქცა, და არა მე-8, რომელიც თურმე აშკარად უფრო სუსტად გამოიყურებოდა. 

ერთი სიტყვით, ეს ისტორია სახუმარო თემად დარჩებოდა, ნახევარმილიარდიან პროექტზე რომ არ ვსაუბრობდეთ და ადამიანების სიცოცხლეზე, გზა ხომ მილიონობით ადამიანს უნდა მოემსახუროს. სხვათაშორის, ამ რეპორტაჟის მომზადებისას დავით აბრამიშვილი შემთხვევის ადგილამდე ვერ ჩავიდა, რადგან გზაში მოულოდნელად მოთოვა, და რიკოთიც მთელი ერთი დღით დაიკეტა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი