ხმაური და დაპირისპირება საირმეში | გაფიცულების ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

გამოქვეყნდა:

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. "საირმე მინერალ ვოთერსის” გაფიცულმა თანამშრომლებმა საირმე-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. მათ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და ასფალტზე მჯდომარე აქცია გამართეს, სამართალდამცველებმა გაფიცულები ძალის გამოყენებით გზიდან გადაიყვანეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

"საირმე მინერალ ვოთერსის” თანამშრომლები უკვე ორი კვირაა გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ძალიან მიზერული თანხით სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში მუშაობენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი