ევროპა და ყველაფერი ევროპული ხელისუფლებას ნამდვილად ემეტება საკუთარი თავისთვის, თუმცა იგივეს ვერ და არ იმეტებს საკუთარი ხალხისთვის... მეტიც, სულ უფრო აშორებს საქართველოს ევროპას. უნებლიეთ ამ პოლიტიკის გაგრძელება აღმოჩნდა რეფორმაც, რომელმაც წამლების ფასი უნდა დაარეგულიროს. ცვლილებების მიზანი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებაა.
იაფი წამალი უდაოდ კარგია და ამ პრობლემის გადაჭრას მედიაც და ექსპერტებიც წლებია ვითხოვთ, თუმცა საკითხის კომპლექსური გააზრების გარეშე, ახლა გაჩნდა საფრთხე, რომ კონკრეტულ მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნას და მომხმარებლის არჩევანიც არა ევროპულ, არამედ აზიურ მწარმოებლებამდე შეავიწროვოს.