აფეთქება ქუთაისში - ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ტერიტორიაზე, არსებული ინფორმაციით, გაზი აფეთქდა. დანგრეულია ის შენობა, სადაც საავადმყოფოს გათბობის სისტემა იყო დამონტაჟებული.
როგორც ცნობილია, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისძვრა ეგონათ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სპეციალური სამსახურები, რომლებიც მომხდარის მიზეზს სწავლობენ. დამატებით დეტალებს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზე არკვევს.