ტიციან ტაბიძის ქუჩაზე ფერდი ჩამოიშალა, არავინ დაშავებულა - მერია

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტიციან ტაბიძის პირველი შესახვევის N24-თან ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც შეისწავლიან რა გახდა მიწის მასის ჩამოშლის მიზეზი.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფერდის დათვალიერება. სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე, თბილისის მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალიტეტი მზადაა, უზრუნველყოს ისინი დროებითი საცხოვრებელი ფართებით", - აცხადებენ მერიაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი