გარდაბანში, სოფლის რწმუნებულმა, დახმარების სათხოვნელად მისული მოქალაქე სცემა 

გამოქვეყნდა:

გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოს რწმუნებულმა მოქალაქეს სცემა. აზერ ბაირამოვი ამბობს, რომ   ადგილობრივ ხელისუფლებას მან დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა პასუხად რწმუნებულმა ილგარ მურადოვმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა 4 მცირეწლოვანის თვალწინ მიაყენა. მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

აზერ ბაირამოვი "მთავარ არხთან" საუბარში ამბობს, რომ დახმარება რწმუნებულს მან არაერთხელ სთხოვა. ამჯერად კი ხელისუფლების წარმომადგენლის გაღიზიანება ბაირამოვის სიტყვებმა გამოიწვია, რომელმაც რწმუნებულს უთხრა, რომ დაპირებების მიუხედავად, ხელისუფლება გაჭირვებულ ხალხს არ ეხმარება.

სოფლის რწმუნებულმა "მთავარის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ის არც სახლში იმყოფებოდა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ეხმარება.

რწმუნებულის მიერ ნაცემმა მოქალაქემ პოლიციას უკვე მიმართა. ის საქმის გამოძიებას და ილგარ მურადოვის დასჯას ითხოვს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი