ვადებთან დაკავშირებით მეტრო გოცირიძეზე არ ვისაუბრებ, ჩვენი აქილევსის ქუსლი გახდა - წილოსანი

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიაში ისევ ვერ ამბობენ როდის გაიხსნება მეტრო "გოცირიძე". მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ მეტროში სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა მერია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდება.

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით "გოცირიძეზე" შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი "აქილევსის ქუსლი" გახდა", - ვიქტორ წილოსანი.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს კომპანია "კაიზერთან" ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და ის 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია კაიზერის დაწყებული საქმე "მამისონმა" გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია,"მამისონს" შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია. 2022 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მამისონთან ხელშეკრულება გაწყვიტა. კალაძის თქმით, მეტროსადგური ექსპლუატაციაში კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო ვერ შევიდა. მეტროს გახსნა გაურკვეველი ვადით, ისევ გადაიდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი