ხანძარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში. არსებული ინფორმაციით ცეცხლი საცხოვრებელი სახლს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახის წევრებმა ტერიტორიის დატოვება დროულად შეძლეს. სრულად განადგურდა ერთსართულიან შენობაში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამშველო სამსახური.
ავტორი: ია გულიაშვილი