ომბუდსმენობას არ იმსახურებს არცერთი კანდიდატი, რომელიც რუსულ კანონს არ ებრძვის - ლომჯარია

გამოქვეყნდა:

ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის - ასე ეხმაურება ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევის შეჩერებულ პროცესს.

"ჩემთვის არც ერთი კანდიდატი არ იმსახურებს სახალხო დამცველის პოსტს, ვინც აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მოძრაობის ავანგარდში არ არის, არ იბრძვის, განგაშის ზარებს არ რეკავს, არ ხმაურობს, ხალხს არ აფხიზლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არ ატალახებს. ეს არის ჩემთვის ტესტი",- წერს ნინო ლომჯარია 

შეგახსენებთ, პარტია "მოქალაქეების" წევრმა, ალეკო ელისაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატობაზე გუშინ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი წარადგინა, რომელსაც დიდი ალბათობით, მმართველი უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი