მარნეულში დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა - ლიცეუმი იხურება - 150-მდე მოსწავლე შუა სემესტრში სკოლის გარეშე რჩება

გამოქვეყნდა:

მარნეულში დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა - ლიცეუმი დახურეს. ავტორიზაციის შეჩერების მიზეზად განათლების სამინისტრომ სკოლაში დახურული სპორტ დარბაზის არარსებობა დაასახელა, რასაც ადმინისტრაციის და მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა. 

მათი თქმით, სკოლის დახურვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

სასწავლებელმა საგანმანათლებლო საქმიანობა 8 მარტს უნდა შეაჩეროს, რაც იმას ნიშნავს რომ 150-მდე მოსწავლე შუა სემესტრში სკოლის გარეშე რჩება. 

განათლების სამინისტროს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ სკოლის პედაგოგები  და მშობლები, რომლებიც დღეს მარნეულში, რესურსცენტრის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი უკმაყოფილება გამოხატეს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი