დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა.
"თბილისიდან – 62კმ. ქალაქი დმანისი - დასავლეთი - 16კმ. სოფელი მამიშლარი - 5კმ" - ნათქვამია განცხადებაში.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 10:52:36 საათზე დაფიქსირდა.