გურჯაანის სოფელ კალაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.  

განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ნაწილი. 

მეზობლების ინფორმაციით, აალების  მიზეზი უცნობია, ვინაიდან სახლი რამდენიმე თვეა დაკეტილია და იქ არავინ ცხოვრობს. 

ადგილზე ამ დრომდე რჩება გურჯაანის სახანძრო- სამაშველო სამსახური.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი