2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, რეგისტრაცია 2 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. 

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. აბიტურიენტს შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური  პირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ გარდა ეროვნული გამოცდებისა, დღეს დაიწყო რეგისტრაცია საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის. პროცესი 3 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი