გურჯაანის ცენტრში ავტომობილი დაიწვა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა.

მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის მფლობელს უჭირს მიზეზებზე საუბარი, თუ რას შეიძლება გამოეწვია აალება. მისი თქმით, ავტომობილი ტექნიკურად გამართული იყო. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური ამ დრომდე მუშაობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი