მეტრო „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება - კალაძე

გამოქვეყნდა:

მეტროსადგური „გოცირიძე“ სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოს გაიხსნება – ამის შესახებ მერმა კალაძემ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაციის შემდგომ დადგინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც გამოსწორებულია.

„ექსპერტიზა ჩატარდა. დადგენილი იყო კონკრეტული ხარვეზები, რომელიც ფაქტობრივად გამოსწორებულია. რამდენიმე დღეში უკვე წარედგინება შესაბამის სამსახურებს ექსპლუატაციაში მისაღებად და მეტროსადგური სავარაუდოდ მომავალი კვირის ბოლოსთვის გაიხსნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს კომპანია "კაიზერთან" ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო და ის 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანია კაიზერის დაწყებული საქმე "მამისონმა" გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია,"მამისონს" შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია. 

2022 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მამისონთან ხელშეკრულება გაწყვიტა. კალაძის თქმით, მეტროსადგური ექსპლუატაციაში კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო ვერ შევიდა. მეტროს გახსნა მაშინ ისევ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი