დაპირისპირება პარლამენტში - კომიტეტზე "ოცნების" პროპაგანდისტები შეუშვეს, პროტესტის მონაწილეებსა და ოპოზიციონერებს არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში - ჟიული შარტავას დარბაზის შესასვლელთან ამ წუთებში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები არიან შეკრებილი. არცერთ მათგანს კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ოცნების" რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს, დასწრების უფლებას არ აძლევენ. 

პარალელურად, კომიტეტზე შეიყვანეს "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები.

არასამთავრობოებსა და  მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს შორის შეხლა- შემოხლაა. პროტესტის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა და კომიტეტის სხდომაზე დასწრება სცადეს.

დაცვის სამსახური კომიტეტზე არც ოპოზიციონერ დეპუტატებს უშვებს და ძალის გამოყენებით ჟურნალისტებსაც ატოვებინებს ტერიტორიას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი