1 000 000 ხელმოწერა ევროკავშირისთვის | 3 ოპოზიციური პარტიის პეტიცია

გამოქვეყნდა:

1 000 000 ხელმოწერა ევროკავშირისთვის - "გირჩი მეტი თავისუფლების", "სტრატეგია აღმაშენებელის" "დროასა" და   საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პეტიცია შექმნეს.

"მე, საქართველოს მოქალაქე, განურჩევლად ჩემი პოლიტიკური კუთვნილებისა, მხარს ვუჭერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში) გაწევრიანებას. 

რადგან საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, თანახმა ვარ ჩემი სახელით ხელისუფლების შეცვლამდე პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამართონ მოლაპარაკებები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში) გაწევრიანების საკითხზე", - წერია პეტიციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი