"ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ევროპული გზიდან ვუხვევთ და ვბაძავთ ჩრდილოელ მეზობელს" | ნინო ხარატიშვილი

გამოქვეყნდა:

ხელოვანები და მწერალთა კავშირის წარმომადგენლები რუსული კანონის მიღებას ეხმაურებიან. გერმანიაში მცხოვრები ცნობილი მწერალი ნინო ხარატიშვილი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს სამუდამოდ დააშორებს ევროპას. 

ეს პირდაპირი განაცხადია იმაზე, რომ ჩვენ ევროპული და ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან ძალიან რადიკალურად ვუხვევთ. საერთოდ ვერ ვხვდები ამ კანონის ვერანაირ ბენეფიტს, ვერანაირ პლუსს, საერთოდ რატომ განიხილება ის. ჩვენ, ე.ი. აღარ გვინდა დასავლეთი, აღარ გვინდა ევროპა, ევროკავშირი და ჩვენ ვბაძავთ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და იქ რაც გამოიწვია ამ კანონმა და საითაც წავიდა ეს ყველაფერი, მემგონი ფაქტი სახეზეა. ფაქტია, რომ ჩვენთან რა კანონიც განიხილება, ის ძალიან ახლოს არის რუსულთან.

მე მგონია, რომ ძალიან არასწორი სიგნალები მოდის დღესდღეობით, დღევანდელი მთავრობისგან და ძალიან ბევრი, რაღაც ასეთი უკუსვლა შეინიშნება, რაც მე პირადად ძალიან მაშინებს და ჩემთვის ნამდვილად საგანგაშოა. შემაშფოთებელი იქნება, თუ ჩვენი ეს ძალიან დიდი, ძალიან მტკივნეული გზა და მცდელობები და ეს ძალისხმევა რაღაცნაირად თითქოსდა ასე შეუჩნევლად და თან ასეთი ყველანაირი კომენტარის გარეშე, რა თქმა უნდა, წყალში ჩაიყრება. ეს არ უნდა მოხდეს და ამისთვის მემგონი ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, - ამბობს ნინო ხარატიშვილი. 

ავტორი: ნინო გიგაური 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი