ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გარესამყაროს 4 სოფელი მოწყდა. სოფელ ღვირიშის, სანორჩის, ნასპერის და უცხერის დამაკავშირებელ გზაზე კლდოვანი მასაა ჩამოშლილი.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და დროებით მოეწყობა საფეხმავლო გზა.
გადაადგილება შესაძლებელია ალპანა-ღვირიშის და ცაგერი-ლასურიაში-სანორჩი- ნასპერის მიმართულებით.