სოფელ ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძის გზაზე მეწყერი ჩამოწვა - ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გამოქვეყნდა:

ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის სოფელი ჯვარიქეთი - კურორტი გოდერძის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო ყველა სახლის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ94-კმ106 (სოფ.ჯვარიქეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მეწყრის ჩამოსვლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (ანგისა-სოფ.ჯვარიქეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღდგება აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი