ქუთაისში ფილმ "მარიუპოლისის" პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება "ქუთაისი დნიპროსთვის" კამპანიის ფარგლებში მოეწყო.
ჩვენებას საქველმოქმედო მიზანი ჰქონდა და პრემიერიდან შემოსული თანხის 100% უკრაინაში გაიგზავნება.
ფილმი რუსეთის მხრიდან ქალაქზე თავდასხმის პირველ დღეებს და ბომბების ცვენის პარალელურად ადამიანების ყოფას გადმოსცემს. ფილმის ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი, გასულ წლის მარტში რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში მოკლეს.