აქციაზე დაკავებული 7 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, ხუთშაბათს დაკავებული კიდევ 7 აქტივისტი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში მათი პროცესი.

ამ დროისათვის აქციაზე დაკავებული ყველა აქტივისტი თავისუფალია, მათი ნაწილის პროცესი საქალაქოში გუშინ გაიმართა, ნაწილი კი დღეს.

სამოქალაქო აქტივისტებსა და სტუდენტებს შსს პოლიციელს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.  

2 მარტს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ  აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი