მეწყრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლები - ზესტაფონში ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ზესტაფონში, ბატონიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, მაგისტრალის მშენებლობისთვის აფეთქებების გამო ბოლო დღეებია დასახლებაში მეწყერი რამდენჯერმე ჩამოწვა. დაიბზარა საცხოვრებელი სახლების კედლები და იქ ცხოვრება მათთვის სიცოცხლისთვის სახიფათო ხდება.

მოქალაქეებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.

"ადგილები ჩავარდა, წყალი წაგვიღებს, ვარიანტი არაა, რომ ჩვენ არ ჩაგვყარონ მიწაში ცოცხლად, კაცი არ იქნება პასუხისმგებელი ამაზე. თავიდანვე იტალიელები იყვნენ მოსული, დაახლოებით 3 წლის წინ და თქვეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაკეთდეს ეს გვირაბი", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ საკრებულო პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს ადგილზე კი საგზაო დეპარტამენტის ჩასვლას ელოდებიან.

"კომუნიკაცია გვაქვს საგზაო დეპარტამენტთან ველოდებით უნდა ჩამოვიდნენ, შეისწავლონ ეს ყველაფერი და გადაწყვეტილებას ისინი იღებენ. რაც შეგვეხება ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას", - თქვა გიორგი კაკოიშვილმა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი