რუსეთი 6 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას ამზადებს - საქართველო სიაში არაა

გამოქვეყნდა:

რუსეთი 6 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმებას ამზადებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ივანოვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან tass-თან განაცხადა.

მისი თქმით, ორმხრივ საფუძველზე სავიზო რეჟიმის გამარტივების სამთავრობო შეთანხმებების პროექტები მზადდება ინდოეთთან, ანგოლასთან, ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, სირიასა და ფილიპინებთან.

მანამდე ივანოვმა თქვა, რომ  უვიზო მიმოსვლის მიზნით შეთანხმებები მზადდება 11 ქვეყანასთან: ბაჰრეინთან, ომანთან, საუდის არაბეთთან, ბაჰამის კუნძულებთან, ბარბადოსთან, ჰაიტისთან, ზამბიასთან, ტრინიდადი და ტობაგოსთან, კუვეიტთან, მალაიზიასა და მექსიკასთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სიაში არაა. დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი