"მსგავსი კანონის მიღება კატეგორიულად მიუღებელია... ორგანიზაციების უმრავლესობის საქმიანობა დიდწილად დამოკიდებულია სხვა ქვეყნების დაფინანსებაზე" | "მრავალეროვანი საქართველო"

გამოქვეყნდა:

"ოცნების" რუსულ კანონთან დაკავშირებით ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ქოლგა ორგანიზაციისთვის, რომელიც 56 სათემო ორგანიზაციას აერთიანებს, მსგავსი კანონის მიღება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სათემო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობის საქმიანობა დიდწილად დამოკიდებულია სხვა ქვეყნების დაფინანსებაზე.

"ჩვენთვის, ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე ქოლგა ორგანიზაციისთვის, რომელიც 56 სათემო ორგანიზაციას აერთიანებს, მსგავსი კანონის მიღება კატეგორიულად მიუღებელია. ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობის საქმიანობა, რომელიც უპირატესად კულტურული ღონისძიებებით შემოიფარგლება, დიდწილად დამოკიდებულია სხვა ქვეყნების დაფინანსებაზე, რაც მათ კანონის მიღების შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტებად აქცევს" - წერია განცხადებაში.

განცხადება იხილეთ სრულად აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი