პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, MMA-ს ქართველი მებრძოლი, მათე სანიკიძე დააკავა. მისი მეუღლის ინფორმაციით, სანიკიძე ბაკურიანშია გადაყვანილი:
"მეგობრებო,მათე აქციაზე დააკავეს.. გადაყვანილია ბაკურიანში,ჩანიშნულია პროცესი- დღეს ან ხვალ. ვიმედოვნებთ,ყველაფერი იქნება კარგად და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩემპიონსა და ქმარს მალე დავიბრუნებ(თ).." წერს ფეისბუქზე მარიამ კბილაშვილი.
"მირჩევნია ევროპაში ვიბრძოლო უფასოდ, ვიდრე რუსეთში მილიარდის სანაცვლოდ!
საქართველოს მომავალი ევროპაშია" - ასე გამოუცხადა სოლიდარობა მათე სანიკიძემ გუშინდელ პროტესტს.