ჩვენი უფლებები საფრთხეშია - დღეს, 8 მარტს ქალთა მოძრაობის მარში ქვეყნის 8 ქალაქში იმართება. თბილისში მარში რესპუბლიკის მოედნიდან იწყება. მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ და მანიფესტს წაიკითხავენ.
მარშს უერთდებიან რეგიონებიც - "ჩვენ ვართ ყველგან და ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!" - აცხადებენ ორგანიზატორები.