აქცია ვენაში - ქართველი სტუდენტები საქართველოს საელჩოს წინ რუსულ კანონს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ავსტრიის დედაქალაქ, ვენაში ქართველმა სტუდენტებმა საქართველოს საელჩოს წინ აქცია ლოზუნგით „არა რუსულ კანონს“ გამართეს. 

ახალგაზრდებმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით რუსული კანონი დააზიანებს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალსა და ქართველი ერის ნებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. 

ქართველ სტუდენტებს მხარი დაუჭირეს ამერიკელმა, უკრაინელმა, იტალიელმა და სლოვაკმა ახალგაზრდებმაც. 

სტუდენტებმა საქართველოს მთავრობას კანონის უკან გაწვევისკენ, ქართველი ერის არჩევანისა და  ევროატლანტიკური მისწრაფების დაცვისკენ მოუწოდეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი