თბილისში, რუსთაველის გამზირზე დარბეულ დემონსტრანტებს, მოქალაქე ცხელ ჩაის ურიგებს.
ადგილზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სპეცრაზმი აქციას ვერ შლის და მშვიდობიან მოქალაქეებს აკავებს. რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ფორმიანები შევარდნენ და რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით გაათრიეს.
სულ ცოტა ხნის წინ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა ისევ გამოიყენეს. წყლის ჭავლის მანქანა მათ დაშლისკენ ამ დრომდე მოუწოდებს და აფრთხილებს: "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები".
ფოტო: ნეტგაზეთი