პოლიცია ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლის

გამოქვეყნდა:

პოლიციელები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან. მედია რუსთაველზე მოქალაქეების დაკავების პროცესს იღებდა, რა დროსაც "მთავარი არხის" ჟურნალისტ, ირაკლი ბახტაძესა და მის ოპერატორს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. სავარაუდოდ, პოლიციას არ სურდა მედიას დაკავების კადრები გადაეღო:

"გადაწიე კამერა, დავაი, დროზე ბიჭო" - ისმის ვიდეოში.

მუშაობაში ხელი შეეშალა "ფორმულას" ჟურნალისტ, გიორგი კვიჟინაძესაც, რომელსაც სახის არეში ჩაარტყეს.

ასევე, ფორმულას" ცნობით, შეაფერხეს მათი ჟურნალისტის, რატი მუჯირისა და მისი ოპერატორის მუშაობის პროცესი, კამერას ხელი ააფარეს. 

რუსთაველზე ამ დროისთვის საპროტესტო აქცია დასრულებულია. ტერიტორიას დასუფთავების სამსახური ალაგებს. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი