"არა რუსულ კანონს" - ევროპის 5 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქციები გამართეს

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს" - საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრიაში, ლიეტუვაში, ირლანდიაში, გერმანიასა და ბელგიაში.

საქართველოს მოქალაქეებმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსული კანონი საქართველოს მოსახლეობის პროდასავლურ არჩევანს ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ ისინი ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე შეუერთდნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც.

აღსანიშნავია, რომ "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა აშშ-ში. 8 მარტს, ჰარვარდის მოედანზე, ბოსტონში მცხოვრები ქართველები შეიკრიბნენ და პროტესტისა და სოლიდარობის აქცია გამართეს. 

აქციას შეუერთდნენ სტუდენტები და პროფესიონალები დიპლომატიის, უსაფრთხოების, ფიზიკის, მათემატიკის, ხელოვნების, ბიოტექნოლოგიის და ხელოვნების სფეროებიდან. მათ სოლიდარობა გამოხატეს საქართველოში წინააღმდეგობის მოძრაობის მიმართ და ერთხმად დაგმეს ქართული ოცნების მიერ ძალით ინიცირებული რუსული კანონი. 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი