მაშინ როცა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს რუსული კანონი უკან გაიწვია, რეგიონებში მმართველი პარტიის პარტაქტივი უკვე კონკრეტული ინდივიდების დევნასა და შევიწროებაზე გადავიდა.
“აქ ცხოვრობს დავალებების შემსრულებელი ნაცი ჯაშუში”- ეს წარწერა ქუთაისში, აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლზე, უცნობმა პირებმა გააკეთეს. სამოქალაქო აქტივისტი ე. წ აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
"არ მეშინია, მე მეშინოდა იმ კანონპროექტებისა და ინიციატივების, რომლებსაც ესენი საჯაროდ ამბობენ. არ ვიცი ეს ვინ გააკეთა, მაგრამ კანონი ვინც წარადგინა და მხარი დაუჭირა მათი ოფიციალური სია გვაქვს. საშიში არაფერია",- თქვა მან.
მესამე სექტორი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო და განსხვავებულ აზრს ამ ფორმით დევნის და სჯის.