კანონის გაწვევა "ოცნების" მცდელობაა, რომ არსებული მუხტი დააგდონ, მოგიწოდებთ, არ შევწყვიტოთ პროტესტი - სტუდენტები

გამოქვეყნდა:

სტუდენტურმა მოძრაობამ "ნაბიჯი" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ "ოცნების" მხრიდან რუსული კანონის გაწვევის დაპირებას არ ენდოაბიან და ეს საპროტესტო მუხტის შენელების მორიგ მცდელობად მიაჩნიათ. 

სტუდენტებმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებაც მოითხოვეს.

"კანონის გაწვევა არის "ოცნების" მხდირადან მცდელობა, რომ საქართველოში არსებული მუხტი დააგდონ, რაც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ჩვენს შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს არ შეწყვიტონ ეს მუხტი, რადგან დღეს ჩვენი აქტიურობა არის გადამწყვეტი ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით" ,- ამბობენ სტუდენტები.

სტუდენტურმა მოძრაობამ "ნაბიჯი" სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ისინი აპირებენ ყოველ დღე 14:00 საათზე იდგნენ თსუ-ის ეზოში სხვა სტუდენტებთან ერთად, რადგან მიაჩნიათ, რომ "იმ ადამიანებმა, რომლებმაც მოაწერეს რუსულ კანონს ხელი, არ აქვთ მორალური უფლება, წაიკითხონ ლექციები თსუ-ში". 

მათ სხვა სტუდენტურ გაერთიანებებს ერთად დგომისკენ მოუწოდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი