"მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს გააგრძელონ ხალხის მოსმენა და ძირი არ გამოუთხარონ ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს - EPP 

გამოქვეყნდა:

ევროპის სახალხო პარტია "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანინის გაწვევაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ძლიერი და ნათელია ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის. 

"ქართველი ხალხის ხმა, რომელსაც სჯერა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ძლიერი და ნათელია.

ხელისუფლებამ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი გაიწვია.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, გააგრძელონ თავიანთი ხალხის მოსმენა და ძირი არ გამოუთხარონ თავიანთი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს" ,- ნათქვამია განცხადებაში 

 ცნობისთვის, დღეს "ქართული ოცნების" ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გაგზავნა წერილი ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გამოხმობის შესახებ. ასევე, მისი მტკიცებით, "ხალხის ძალამ" გადაწყვიტა მათი კანონპროექტი გამოიწვიოს და ამაზე პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მიმართა წერილით. ხოლო უკვე პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი