პარლამენტთან აქცია განახლდა | რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს" აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ისევ შეიკრიბნენ. ამ დროისთვის უკვე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ რუსული კანონის გაწვევის შესახებ განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ მმართველი პარტია კანონს ოფიციალურად არ გაიწვევს. ისინი 7-8 მარტის აქციებზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც ითხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი