30-მდე არაკაცი მივარდა მანქანას, დალეწეს შუშები, ცდილობდნენ ჩემი შვილის გადმოთრევას - ქაცარავა "ალტინფოელებზე"

გამოქვეყნდა:

თავდასხმა დავით ქაცარავას ოჯახის წევრებზე - "ანტისაოკუპაციო მოძრაობის'' ლიდერის თქმით, მის ცოლ-შვილს პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფების "ალტ-ინფოს" წევრები ქუჩაში დაესხნენ თავს. ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა ქაცარავას მეუღლემ საწვავის ჩასასხმელად მანქანა ბენზინგასამართ სადგურთან გააჩერა, რომელიც "ალტ-ინფოს" ოფისთან ახლოსაა. მანქანაში იჯდა მათი არასრულწლოვანი შვილიც. ჩამსხვრეულია მანქანის შუშები.

ქაცარავა ამბობს, რომ ცდილობდნენ მისი შვილის მანქანიდან ძალით გადმოყვანასაც, თუმცა მეუღლემ მოახერხა დაეძრა მანქანა და ტერიტორია დაეტოვებინა.

"დაახლოებით 30 არაკაცი მივარდა მანქანას, რომელსაც ჩემი მეუღლე და ბავშვი ისხდნენ, დალეწეს ბეისბოლის ბიტებით, ცდილობდნენ გამომტვრევას, საბედნიეროდ მანქანა შიგნიდან ჩაკეტილი იყო, განსაკუთრებით იმ მხარის, სადაც ჩემი შვილი იყო, 13 წლის ქეთი და მის გადმოთრევას გეგმავდნენ. ესენი არაკაცები არიან, არაადამიანები არიან, ჩმორები არიან და ეს არის წმინდა ძალადობრივი ჯგუფი", - ამბობს ქაცარავა. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. დაზარალებულები წუხელ პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი