"მარჯვენა თვალიდან არაფერი აღარ ჩანს" - ზაზა ბირიაშვილი, რომელმაც სპეცრაზმის სისასტიკის შედეგად, მხედველობა დაკარგა

გამოქვეყნდა:

პირველი ინტერვიუ პროტესტის მონაწილესთან, რომელიც 7 მარტს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებისა და სამართალდამცველების განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლი გახდა. რუსული კანონის  საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებულმა  ზაზა ბირიაშვილმა მხედველობა დაკარგა. აქციის მონაწილეს, რომელიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებდა, სპეცრაზმის წევრებმა კაფსულა ესროლეს. 

"თვალი და შუბლი მაქვს დაზიანებული, ცხვირი და ტვინის შერყევა მაქვს. ვერ ვხედავ მარჯვენა თვალიდან, არაფერი აღარ ჩანს. დაშლილი იყო თვალი და ააწყეს, უბრალოდ დევს, თორემ ვერაფერს ვერ ვხედავ.

მობრუნებული ვიდექი წყლის ჭავლი რომ გამოუშვეს , შევტრიალდი, გასროლის ხმა გავიგე და რაღაც მომხვდა. ხელკეტი მომხვდა თუ რა მომხვდა არ ვიცი..." ამბობს ბიღიაშვილი

მედიკოსების განმარტებით თვალის ბადურა ისეთი დაზიანებულია, მისი აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მხედველობის დაკარგვის გარდა,  მას ტვინის შერყევა და სახეზე დაზიანებები აქვს.

შსს-ს გამოძიება ჯერ არ დაუწყია. კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს სად დაუზიანდა აქციის მონაწილეს თვალი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი