სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ შეეხებათ - ახალგაზრდების პროტესტის შემდეგ ხელისუფლებამ უკან დაიხია და 1-ელ მარტს დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვით სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარში გაწვევისგან ავტომატურად ვეღარ იხსნიდა, ძალაში აღარ შევა.
თავდაცვის უწყების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა რომ სტუდენტს მხოლოდ იმ შემხთვევაში გაიწვევენ ჯარში, თუ ამის სურვილს თავად გამოთქვამს.
სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი უნდა იყოს - ამ მოთხოვნით ხვალ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სტუდენტები მაინც შეიკრიბებიან - აქცია გირჩის ორგანიზებით იმართება.