"არა მონობას!", "ჯარი ნებაყოფლობითი უნდა იყოს" - აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

"არა მონობას!", "ჯარი ნებაყოფლობითი უნდა იყოს" - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები ითხოვენ, რომ ჯარი ნებაყოფლობითი იყოს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტში თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის მიხედვითაც, ჯარში სტუდენტებსაც გაიწვევდნენ. 

წინააღმდეგობის  გამო ინიციატივის დაკანონებაზე მმართველმა უმრავლესობამ უარი თქვა, თუმცა დღეს აქცია მაინც იმართება.

აქციის ორგანიზატორი პარტია "გირჩია".

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები გამოთქვამენ სავალდებულო სამსახურის გავლის სურვილს, ისინი მომზადებას მხოლოდ არდადეგების პერიოდში, ან უქმე დღეების ხარჯზე გაივლიან.

ახალი კოდექსით, სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობის რამდენიმე ვარიანტი ექნებათ.

სტუდენტებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაერთვებათ იმ შემთხვევაში თუ:

  • სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი;
  • ან გაივლიან 2-წლიან უმცროს ოფიცერთა მომზადების პროგრამას ისე, რომ ხელი არ შეეშლებათ განათლების მიღებაში, ხოლო სწავლის დასრულებისა და ხარისხის მიღების შემთხვევაში, მიენიჭებათ ლეიტენანტის სამხედრო წოდება, აკადემიური ხარისხის ვერ მიღების შემთხვევაში კი - სერჟანტის წოდება;
  • ან გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, ჩაირიცხებიან უკვე მოქმედ ანაზღაურებად ტერიტორიულ რეზერვში და იმსახურებენ 4 წლის განმავლობაში წელიწადში 45 დღე, რომლის სამი წლის ამოწურვის შემდგომ, წვევამდელთა ეროვნული სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

როგორც უწყება აღნიშნავს, ამ პირობებით სარგებლობის საშუალება ექნებათ ასევე უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი