ახალი საქართველო - გაიცანით თაობა Gen Z

გამოქვეყნდა:

„ჯენ ზი" თაობამ რომელმაც სილა გააწნა ოცნებას და შეაჩერა - „ჯენერეიშენ ზიში“ იგივე „თაობა ზი" -ში მოიაზრებიან ახალგაზრდები 18-დან 29 წლის ჩათვლით. ეს 1997 წლიდან -2012 წლამდე დაბადებულების თაობაა. 7-10 მარტის მოვლენებში, რუსული კანონის გაწვევაში მათი პოზიცია გადამწყვეტი აღმოჩნდა. დამოუკიდებელ საქართველოში, უმეტესობა მათგანი ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიბადა, გაირკვა რომ ბიძინა ივანიშვილსა და ოცნებასაც გამორჩა რომ გაიზარდნენ. გაირკვა რომ გაზრდილან სწორი ღირებულებებით, არჩევენ მტერსა და მოყვარეს და მათზე ვერც რუსული და ვერც ოცნების პროპაგანდა მუშაობს. შესაბამისად ვერც გავლენას ახდენს, რადგან ინტერნეტის თაობაა ვერაფერს მოატყუებ. ისინი ირჩევენ ცივილიზებულ, ფერად და მრავალფეროვან მსოფლიოს. მათ უნდათ იყვნენ დასავლეთის ნაწილი და არ სურთ ყოფნა იზოლაციაში მოქცეულ რუსეთთან. ამ კვირის აქციებმა დაგვანახა რომ რუსეთუმეებს დააგვიანდათ, ჯენზის თაობამ მშობლებიდან თავისუფლებისთვის ბრძოლის ესტაფეტა გადაიბარა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი