ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში, სოფელ ბობოთთან მანქანა ხიდიდან გადავარდა.
გარდაცვლილი 52 წლის კაცია, არსებული ინფორმაციით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან მანქანით გადავარდა.
კაცი კლინიკაში გარდაიცვალა, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა.
ავტორი: ემა გოგოხია