ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო სექტორმა "მადლიერების აქტი" შეადგინა.
სპეციალურ ბანერზე ხელი სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და პოლიტიკური განწყობების მქონე ადამიანებმა მოაწერეს.
ასე უხდიან ისინი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძოდა. აქცია-პერფორმანსი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.