მაკრონის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია...ყველა ერთსულოვანია, რომ სასწრაფოდ საჭიროა შველა - ალასანია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, საგფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომ ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ, უნდა გათავისუფლდნენ, ამბობს. რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. 

გიული ალასანიას ცნობით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო, ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ მოგეხსენებათ, ჩვენი ზოგიერთი გადაწყვეტილების მიმღები არის მოქალაქე საფრანგეთის. ყველა ერთსულოვანია ამ საკითხში, განსხვავებული აზრი მე არ მომისმენია, ჩამოთვლიან ამ დიაგნოზებს და ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სასწრაფოდ არის საჭირო შველა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი მე ვერ დავინახე. მთალინობაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა წევს ადამიანი, ვერ მოძრაობს, ჭამს მინიმალურს",- ამბობს გიული ალასანია. 

არსებული ინფორმაციით, სამშაბათს ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მსჯელობის მიზნით ისევ შეიკრიბებიან. შეხვედრას მესამე პრეზიდენტის ოჯახი და უფლებადამცველები დაესრებიან. 

ამასთან დღეს ბრიფინგი გაიმართა ენმ-ის ოფისში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხვალ, 13 მარტს, ენმ-ის წევრები სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი