1 მარტიდან პარლამენტში შალვა პაპუაშვილის "ჟურნალისტების ქცევის კოდექსი" ძალაში შევიდა, ამის შემდეგ კი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შენობაში გადაადგილებაც კი შეზღუდული აქვთ.
რამდენიმე ჟურნალისტს აკრედიტაცია 1 თვით ჩამოერთვეს. მათ შორისაა "პუბლიკას" რედაქტორი, ნათია ამირანაშვილი.
"3 მარტს პარლამენტიდან შემატყობინეს, რომ გაუქმებული მაქვს მედიააკრედიტაცია 2 მარტს პარლამენტში მიმდინარე აქციაში მონაწილეობის გამო. რამდენიმე დღეში ჩამბარდა წერილობითი გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებული იყო, რომ მე არ დავემორჩილე მანდატურის სამსახურის კანონიერ მითითებებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო შაბლონური ჩანაწერი და დიდა არ უფიქრია აპარატს,რ ომ გაეანალიზებინა ჩემი საქმე",- ამბობს ამირანაშვილი.
არასამთავრობო სექტორში კი ამბობენ, რომ პარლამენტი იქცა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის სიმბოლოდ. მათი თქმით, აკრედიტაციის წესის შემოღებით პარლამენტში სიმშვიდე და კომფორტი მხოლოდ მმართველ უმრავლესობას ექმნება.
ავტორი: ნინი ბალაჩივაძე.