გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმში, ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა

გამოქვეყნდა:

გარდაიცვალა ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმში, არდაგანის ტბასთან ბატუტის დაზიანების გამო დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბათუმელები" ავრცელებს. 

ბატუტი გუშინ ძლიერმა ქარმა გაიტაცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად 2 ბავშვი დაშავდა. ერთ-ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი